მსახიობი პოლ მაკარტნი

მსახიობი პოლ მაკარტნი

რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის ერთ-ერთი ტელეარხით ცნობილი სერიალი “სტუდია 30”-ის მორიგი სერიის დემონსტრირება მიმდინარეობდა. ფილმის გადამღებმა ჯგუფმა მაყურებლებს სიურპრიზი მოუმზადა.

ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში პოპულარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა სერ პოლ მაკარტნიმ მიიღო მონაწილეობა. საინტერესოა რომ სურათში დაკავებული მსახიობები ამ მოულოდნელობის შესახებ წინასწარ გაფრთხილებულები არ იყვნენ.

სერიალში მთავარ როლს ცნობილი მსახიობი ალეკ ბოლდუინი ასრულებს. როდესაც გადასაღებ მოედანზე მაკარტნი გამოჩნდა ბოლდუინს ხმა ჩაუვარდა.

სერ პოლმა მცირე როლი გულდასმით შეასრულა, შემდეგ განცვიფრებულ ბოლდუინს მხარზე ხელი მსუბუქად დაარტყა და სწრაფად გაუჩინარდა.

სერიალის შემქმნელები ირწმუნებიან, რომ უახლოეს მომავალში ბრიტანელს კიდევ ერთი ეპიზოდური როლის სათამაშოდ კვლავ მიიწვევენ.