მიმდინარე წლის 4 მაისს გაყიდვაში ჯგუფის ახალი ალბომი “Not Your Kind Of People” უნდა გამოვიდეს. ეს ნამუშევარი ჯგუფის მუსიკალური კარიერის განმავლობაში ბოლო შვიდი წლის მანძილზე პირველია. ამ დისკს ხმის ჩამწერი სტუდია “Geffen Records” გამოსცემს.
ალბომი გაყიდვაში აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ ჯგუფის წევრებსა და ამ კომპანიის ხელმძღვანელობას შორის კონფლიქტი წარმოიშვა. ხმის ჩამწერმა სტუდიამ მუსიკოსებს საკუთარი ფინანსური პირობები მოსთხოვა, რომელიც ჯგუფის წევრებმა არ მიიღეს.
“Garbage”-ს ზემოთდასახელებულ ფირმასთან მრავალწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს. წარმოშობილი უთანხმოების გამო ჯგუფმა მუსიკალური კარიერის დროებითი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ჯერჯერობით უცნობია ე.წ. “შემოქმედებითი შვებულება” რამდენი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ამერიკული როკ-ჯგუფი “Garbage”1994 წელს,ვისკონსინის შტატის ქალაქ მედისონში ჩამოყალიბდა. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვოკალისტი შირლი მენსონი, გიტარისტები დიუკ ერიქსონი და სტივ მარკერი, მედოლე ბუტჩ ვიგი.
აშშ-ში პოპულარობას1995 წელს მიაღწიეს,როდესაც პირველი ალბომი“Garbage” ჩაწერეს.ამ ნაშრომში შესული კომპოზიციები “Stupid Girls”, “Milk” და “Only Happy When It Rains” გამოსვლისთანავე ამერიკულ ჰიტ-პარადებში რამდენიმე კვირის განმავლობაში გალიდერდნენ.
ამავე პერიოდში ჯგუფმა ჩაწერა საუნდტრეკი გახმაურებული სურათისათვის “რომეო და ჯულიეტა”, ლეონარდო დი კაპრიოს მონაწილეობით.
დღეისათვის ჯგუფის აქტივში ოთხი სტუდიური ჩანაწერია. ამათგან უკანასკნელმა “Bleed Like Me” დღის სინათლე 2005 წელს იხილა.