84 წლის სუპერმოდელი, დაფნა სელფი ყველაზე მოხუცი ადამიანია, ამ სფეროში. ის მოდელად უკვე 62 წელია მუშაობს. პოდიუმზე პირველად 1950 წელს გამოჩნდა, პარამეტრებით: სიმაღლე, 170 სანტიმეტრი და წონა 63 კილოგრამი. ახლა შეიძლება ამ პარამეტრების მოდელს მსუქანი უწოდო, თუმცა სამოცი წლის წინ, მოდის სხვა ტენდენციები და სილამაზის განხვავებული კანონები არსებობდა.
დაფნა დღემდე ხშირად ხვდება, სხვადასხვა, მოდური ჟურნალების გარეკანზე და პუბლიკას ძველებურად აოცებს თამამი ფოტოსესიებით. მისი ერთი სამუშაო დღე 1500 დოლარი ღირს, შესანიშანვი შემოსავალი პენსიონერისთვის. ჰყავს სამი შვილი და ოთხი შვილიშვილი.
დაფნა ირწმუნება, რომ არასდროს მიუმართავს პლასტიკური ქირურგიისთვის, მაშინაც კი როდესაც გარეგნობაში რაღაცის შეცვლა სურდა. 84 წლის დაფნა ბევრი ახალგაზრდა მოდელის იდეალია, ბევრი მათგანი არ მალავს, რომ დიდი სურვილი აქვს სუპერმოდელის ცხოვრების მსგავსად იცხოვროს და ისეთივე წარმატებებს მიაღწიონ, როგორსაც დაფნამ.