ბრიტანელი მუსიკოსი მხოლოდ მაგნატ კლაივ კოლდერსა და პროდიუსერ კემერონ მაკინტოშს ჩამორჩა. გასულ წელთან შედარებით მაკარტნი მნიშვნელოვნად გამდიდრდა.
ბოლო პერიოდის განმავლობაში სერ პოლმა არაერთი კონცერტი ჩაატარა და მისი დისკებიც წარმატებით იყიდება. ამის გარდა მუსიკოსის ფინანსებზე ნენსი შეველზე დაქორწინებამაც დადებითად იმოქმედა.
პოლ მაკარეტნის საბანკო ანგარიში ქალბატონმა ნენსიმ 150 მილიონი დოლარით გაამდიდრა. შეველის მამას ამერიკული კომპანია “New England Motor Freight” ეკუთვნის და ქალი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობს. თავად პოლ მაკარტნიმ მიმდინარე წელს 20 მილიონი დოლარი უკვე გამოიმუშავა.
საინტერესოა, რომ ამ სიის მე-13 პოზიციაზე ჯორჯ ჰარისონის ვაჟი ხანი აღმოჩნდა, რინგო სტარმა კი მე-18 ადგილი დაიკავა.
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მუსიკოსების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.
1. კლაივ კოლდერი
2. კემერონ მაკინტოში
3. პოლ მაკარტნი და ნენსი შეველი
4. ენდრიუ ლოიდ ვებერი
5. U2
6. საიმონ ფულერი
7. საიმონ კაუელი
8. ელტონ ჯონი
9. მაიკლ ფლეტლი
10. დევიდ და ვიქტორია ბეკჰემი
10. დენიელ ეკი
10. მიკ ჯაგერი