ნიუ-იორკში “The Beatles”-ს გაიხსენებენ

ნიუ-იორკში “The Beatles”-ს გაიხსენებენ

ამერიკული მუსიკალური მას-მედიის ცნობით, მიმდინარე წლის 6 მაისს ქალაქ ნიუ-იორკში ახალი დოკუმენტური სურათის პრემიერა გაიმართება. ამ ნამუშევრის სახელწოდებაა “The Beatles: დაკარგული კონცერტი”.

სურათი წარმოადგენს ლივერპულელი ოთხეულის მიერ, 1964 წელს აშშ-ში ჩატარებული კონცერტის ჩანაწერს. ეს ღონისძიება “Washington Coliseum”-ის დარბაზში გაიმართა.

ამ კონცერტს 8 ათასი მაყურებელი დაეწრო და ჯგუფმა შემდეგი პოპულარული კომპოზიციები შეასრულა: “She Loves You”, “I Saw Her Standing There”.

ეს რარიტეტული ფირი დაკარგული ეგონათ, მაგრამ გასული წლის დასასრულს შემთხვევით იპოვეს. უშუალოდ კონცერტის გარდა მასში ჯგუფის წევრებთან, მათ მეგობრებთან და მაყურებლებთან ჩაწერილი ინტერვიუებიც არის განთავსებული.

ახალი დოკუმენტური ფილმის შემქმნელები სპეციალურად  სურათისათვის სტივენ ტაილერს, ჩაკ ბერისა და მარკ რონსონს ესაუბრნენ.  ბატონმა სტივენმა აღნიშნა, რომ იმ კონცერტს დაესწრო და ბრიტანელი მუსიკოსების გამოსვლამ მასზე განუმეორებელი შთაბეჭდილება დატოვა.