1.პოლ სეზანი. „ბანქოს მოთამაშეები“. 250 მილიონი დოლარი.
პოლ სეზანის „ბანქოს მოთამაშე“ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნების ნიმუშია. ყატარის სამეფო დინასტიამ „ბანქოს მოთამაშეები“ ერთ–ერთ ღია აუქციონზე 250 მილიონ დოლარად შეიძინა. აღნიშნული ტილოს ყოფილი მფლობელი ბერძენი მილიარდერი გეორგ ემბირიკოსი იყო, რომელსაც მისი გაყიდვა გარდაცვალებამდე, ჯერ კიდევ 2011 წლის ზამთარში სურდა. აღსანიშნავია, რომ სეზანმა „ბანქოს მოთამაშეები“ სულ 5 ვერსიად შექმნა (1890-1895). დანარჩენი ოთხი ორსეს მუზეუმში (პარიზი), მეტროპოლიტენ მუზეუმში (ნიუ–იორკი), ბარნსის ფონდსა (ფილადელფია) და კურტოს ხელოვნების ინსტიტუტში (ლონდონი) ინახება.
2.პოლ ჯექსონ პოლოკი. „ნომერ. 5, 1948“ . 140 მილიონი დოლარი.
ცნობილი ამერიკელი აბსტრაქციონისტის ჯექსონ პოლოკის ტილო „ნომერ 5,1948“ 2006 წლის ნოემბერში, სოტბის აუქციონზე უცნობმა კოლექციონერმა $140 მილიონად იყიდა. ტილოს ყოფილი მფლობელი კინოპროდიუსერი და ხელოვნების ნიმუშების ცნობილი კოლექციონერი დევიდ გეფენი იყო. პოლოკმა ტილო 1948 წელს საკუთარი უნიკალური „დასხმის“ ტექნიკით შექმნა. ტიპოს ახალი მფლობელი, სავარაუდოდ, გერმანელი კოლექციონერია.
3.უილიამ დე კუნინგი . „ქალი III“. 137 მილიონი დოლარი .
უილიამ დე კუნინგის ტილო „ქალი III“ ამერიკელმა კოლექციონერმა დევიდ გეფენმა მილიონერ სტივენ კოენს 2006 წელს მიყიდა. აბსტრაქციონიზმა იულიამ დე კუნინგმა 1953 წელს შექმნა, მისი შემოქმედების ცენტრალური თემის ქალების ჩარჩოებში.
4.გუსტავ კლიმტი. „ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი I“. 135 მილიონი დოლარი.
ავსტრიელი სიმბოლისტის გუსტავ კლიმტის ნამუშევარი „ადელ ბლოხ-ბაიერის პორტრეტი I“ კლიმტის შედევრებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, მას „ოქროს ადელ“-სა და „ავსტრიულ მონა ლიზა“-საც კი უწოდებენ. ნამუშევარი 1907 წლით თარიღდება და იგი ადელ ფერდინანდ ბლოხის მეუღლის შეკვეთითაა შესრულებული. ნახატი 2006 წელს 135 მილიონ დოლარად რონალდ ლოდერამ ნიუ-იორკში საკუთარი გალერიისთვის იყიდა.
5.პაბლო პიკასო. „შიშველი ფიგურა, მწვანე ფოთლები და ბიუსტი“. 106,5 მილიონი დოლარი.
პიკასომ ტილო „შიშველი ფიგურა, მწვანე ფოთლები და ბიუსტი“ აუქციონზე უცნობმა პიროვნებამ ტელეფონით შეიძინა. ეს სიამოვნება მას 106,5 მილიონი დოლარი დაუჯდა. ტილო ლოს-ანჯელესში მცხოვრები ქველმოქმედის, ფრენსის ლასკერ ბროდის პირადი კოლექციიდანაა. აუქციონზე, როცა ნახატის გასაყიდმა ფასმა 95 მილიონ დოლარს მიაღწია, ბროდი რვა მსურველს ცხრა წუთის განმავლობაში ევაჭრებოდა.
6.პაბლო პიკასო. „ბიჭი ჩიბუხით“. 104,2 მილიონი დოლარი.
პიკასოს ეს შედევრი 2004 წელს უცნობმა კოლექციონერმა სოტბის აუქციონზე 2004 წელს შეიძინა. ტილო 1905 წელს პარიზში შეიქმნა.
7.ენდი უორჰოლი. „რვა ელვისი“ .100 მილიონი დოლარი.
ტილო 1963 წელს შეიქმნა, ის 2008 წელს იტალიელმა კომექციონერმა ანუვალ ბერლინგერმა ღია აუქციონზე 100 მილიონ დოლარად შეიძინა. ენდის აქვს ელვისის თემაზე შესრულებული სხვა არტებიც, ერთ-ერთი, მათგანი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს და მასაც მალე აუქციონზე გაყიდიან.
8.პაბლო პიკასო. „დორა მაარი კატით“. 95,2 მილიონი დოლარი.
პიკასოს ცნობილი ნახატი „დორა მაარი კატით“ 1941 წელს არის შექმნილი. შედევრი 2006 წელს სოტბის აუქციონზე 95,2 მილიონ დოლარად გაიყიდა. დორა მაარი ფრანგი მხატვარი და ფოტოგრაფი, პიკასოს მუზა და მეგობარი გახლდათ. თავდაპირველად ამბობდნენ, რომ ტილო ერთ-ერთმა რუსმა მილიონერმა შეიძინა, სინამდვილეში კი, მისი ახალი მფლობელი ქართველი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია.
9.გუსტავ კლიმტი. „ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი II“. 87,2 მილიონიო დოლარი.
გუსტავ კლიმტის „ადელ ბლოხ-ბაუერის პორტრეტი II“ უცნობმა კოლექციონერმა აუქციონზე 87,2 მილიონ დოლარად შეიძინა. ნახატი 1912 წელს შეიქმნა ერთადერთი მოდელი, რომელიც კლიმტმა ორჯერ დახატა. პირველი პორტრეტის გაყიდვიდან რამდენიმე თვეში გაიყიდა მეორე პორტრეტიც. მთლიანობაში პორტრეტები 215 მილიონად გაიყიდა. მათი ამჟამინდელი მფლობელის ვინაობა უცნობია.
10.ფრენსის ბეკონი. „ტრიპტიქი“ . 86,3 მილიონი დოლარი.
რუსმა მილიონერმა რომან აბრამოვიჩმა ფრენსის ბეკონის ეს ნამუშევარი 2008 წელს სოტბის აუქციონზე 83,6 მილიონ დოლარად შეიძინა. ბრიტანელმა ექსპრესიონისტმა ფრენსის ბეკონმა ტილო 1976 წელს შეიქმნა.