ამ დისკის ჩაწერაში ხანი ჰარისონის ჯგუფმა “Thenewno 2”-მა მიიღო მონაწილეობა. ალბომს ხმის ჩამწერი სტუდია “H.O.T. Records Ltd.” გამოსცემს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯორჯ ჰარისონის ვაჟიშვილი და მისი ჯგუფი მიმდინარე წლის 3-5 აგვისტოს, ქალაქ ჩიკაგოში დაგეგმილ “Lollapalooza”-ს მუსიკალურ ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.
ხანი ჰარისონი 2001 წლიდან სცენაზე დგას და რამდენიმე ალბომის ჩაწერა უკვე მოასწრო.
ჯორჯ ჰარისონის გარდაცვალების შემდეგ, ხანმა მამამისის ბოლო დაუსრულებელი ალბომი“Brainwashed”-ისთვის რამდენიმე კომპოზიცია ჩაწერა და მას დასრულებული სახე მისცა.