ვაშინგტონი ყირიმზე - არ ვაპირებთ დავუშვათ, რომ ევროპის საზღვრები გადაკეთდეს თოფის ლულის ქვეშ

ვაშინგტონი ყირიმზე - არ ვაპირებთ დავუშვათ, რომ ევროპის საზღვრები გადაკეთდეს თოფის ლულის ქვეშ

რუსეთი აძლიერებს თავის სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებს გამომდინარე იქიდან, რომ ნატო ზრდის სამხედრო ძალებს და უკრაინა რჩება არასტაბილურად, - როგორც euroline.ge წერს, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.

“2013 წლიდან ჩვენ განვათავსეთ 4 დივიზია, 9 ბრიგადა და 22 პოლკი, მათ შორის 2 ანტისაჰაერო ბრიგადა ისკანდერის სარაკეტო კომპლექსებით, რაც საკმარის საშუალებას გვაძლევს მოწინააღმდეგის გასანადგურებლად”, - აღნიშნა მინისტრმა.

შოიგუს ვაშინგტონში უპასუხეს. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, “ყირიმი ყოველთვის იყო და დარჩება უკრაინის ნაწილად“.
„ჩვენ არ ვაპირებთ დავუშვათ, რომ ევროპის საზღვრები გადაკეთდეს თოფის ლულის ქვეშ”, - განაცხადა კირბიმ.