ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, ჯავის ქუჩაზე. ჯიპი, რომელიც პატრულის მითითებას არ დაემორჩილა, ჯერ ტაქსს დაეჯახა, შემდეგ მაინც გააგრძელა მოძრაობა და კიდევ 3 მანქანა დაამტვრია, ბოლოს კი ერთ-ერთი სახლის კარებს შეეჯახა.
როგორც "რეზონანსის" კორესპონდენტს თვითმხილველებმა განუცხადეს, მძღოლი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.