გიორგი პაპუაშვილი - ჩვენ შესაძლებელია კიდევ მივცეთ შანსი ამ დიდ კითხვის ნიშნიან მექანიზმს, რომ ობიექტურად წარმართოს გამოძიება

გიორგი პაპუაშვილი - ჩვენ შესაძლებელია კიდევ მივცეთ შანსი ამ დიდ კითხვის ნიშნიან მექანიზმს, რომ ობიექტურად წარმართოს გამოძიება

ჩვენ შესაძლებელია კიდევ მივცეთ შანსი ამ დიდ კითხვის ნიშნიან მექნიზმს, რომ ობიექტურად წარმართოს გამოძიება, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრემიერი დარწმუნებულია სამართალდამცველი ორგანოების ობიექტურობაში. 

„ჩვენ დიდი ეჭვის ნიშნები გაქვს. თუ რამე იქნება იმედი გაქვს, რომ მერე ამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არავინ არ გაექცევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, რჩება დიდი კითხვის ნიშნიანი მექანიზმი. 

„ჩვენ შესაძლებელია კიდევ შანსი მივცეთ ამ დიდ კითხვის ნიშნიან მექნიზმს, რომ ობიექტურად წარმართოს გამოძიება, რეალურად გამოიძიოს და პირიქით, არ მოხდეს, რომ ვინც ითანამშრომლებს მათთან, მომავალში წლების შემდეგ მათზე და მათი ოჯახის წევრებზე უკურეაქციები არ იყოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა. 

მისივე თქმით, მტკიცებულებები პროკურატურამ უნდა შეაგროვოს. ინფორმაციას კონკრეტული მოსამართლეები მიაწვდიან. 

„ზეწოლა შეიძლება ყველაზე არ იყოს. ზოგიერთს შეიძლება არც უნდა თქვას, რომ იყო. ვინც გაბედავს და იტყვის, მისი საქმეა. ვინც არ გაბედავს - ესეც მისი საქმეა. შეიძლება ზოგიერთზე არც იყო. მტკიცებულებები პროკურატურამ უნდა შეაგროვოს. ინფორმაციას კონკრეტული მოსამართლეები მიაწვდიან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, გიორგი პაპუაშვილი ცალკეული მოსამართლეების მიმართ თვალთვალსა და დაშანტაჟებაზე საუბრობს. მისი თქმით, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს ძირითადად, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.