ალბათ, ამ დღეებში შევხვდები მთავარ პროკურორს

ალბათ, ამ დღეებში შევხვდები მთავარ პროკურორს

მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის შემდეგ. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მას ღია საუბარი ჰქონდა პრემიერთან.

"კარგად მოგეხსენებათ იუსტიციის მინისტრის ნეგატიური დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, ამიტომ, მასთან შეხვედრას აზრი არ ჰქონდა და მე შევხვდი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, რომელიც ზოგად კონტროლსა და მიმართულებას აძლევს ძალოვან სტრუქტურებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის პოზიცია და მოსაზრებაა, რომ ის მაინც ენდობა საგამოძიებო ორგანოებს.

"აღგვითქვა, რომ ისინი ობიექტურად გამოიძიებენ ამ საქმეებს, ამიტომ, მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ საგამოძიებო უწყებებთან. რა თქმა უნდა, ჩემი კითხვის ნიშნები დამრჩა. პრემიერი თავის აზრზე დარჩა, რომ უნდა მივცეთ შესაძლებლობა პროკურატურას.  ალბათ, ამ დღეებში შევხვდები მთავარ პროკურორს, მასაც გავესაუბრები", - განაცხადა პაპუაშვილმა.