"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ქართული ოცნება" არჩევნებს აუცილებლად მოიგებს.
კობახიძის შეფასებით, "ქართული ოცნება" მოიგებს დიდი უპირატესობით და ამის ერთ-ერთი საწინდარი იქნება ის ახალი გუნდი, რომლითაც წარვსდგებით ამომრჩევლის წინაშე".
"როდესაც მოხდა 15 ადამიანის წარდგენა ამომრჩევლის წინაშე, აქ საუბარი იყო იმ 15 ადამიანზე, რომელიც აუცილებლად იქნება გამსვლელ სიაში ან მაჟორიტარულ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. გვაქვს ვადა სიის საბოლოო სახით ჩამოსაყალიბებლად.
ჩვენი ამოცანაა, ამ არჩევნების მოგება. ჩვენ მოვიგებთ დიდი უპირატესობით და ამის ერთ-ერთი საწინდარი იქნება ის ახალი გუნდი, რომლითაც წარვსდგებით ამომრჩევლის წინაშე.
ჩვენი პროგრამა მინიმუმი გახლავთ ამ არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება.
ეს ნიშნავს 50%-ზე მეტს ხმებისას, რაც ნიშნავს იმას, რომ მინიმუმ 40 კაცს გავიყვანთ პროპორციული სიით. ეს არის ის პროგრამა მინიმუმი, რომელიც დასახული გვაქვს", - განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში.