ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ძალიან მყარი კავშირი არსებობს იმ ადამიანებს შორის ვინც ამბობ, რომ რუსულენოვან არხებს უყურებს და პროდასვლურ კურსს მხარს არ უჭერს, - ამის შეახებ ჟურნალისტებს საზოგადორებრივი კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ NDI-ის ქართული ოფისი ხელმძღვანელმა ლორა ფორნტონმა განუცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობის დაახლოებით ¼ ამბობს, რომ პოლიტიკურ ამბებს არაქართულენოვან არხებზე ადევნებს თვალყურს და ეს არხები ძირითადად რუსულენოვანია.
რაც შეეხება თავად კვლევას, გამოკითხულთა 23% აცხადებს, რომ მიმდინარე მოვლენებისა და პოლიტიკის შესახებ ამბებს არაქართულენოვან სატელევიზიო არხებზე ადევნებს თვალყურს. აღნიშნული 23%-დან უმრავლესობა რუსეთის არხს, ORT-ს უყურებს, ამას მოსდევს RTR; შემდეგ მოდის “როსია ერთი” და ასე შემდეგ.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ის ნაწილი, რომელიც აცხადებს, რომ თვალს ადევნებს პოლიტიკასა და მიმდინარე მოვლენებს არაქართულენოვან არხებზე, 39% აცხადებს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სანაცვლოდ უარს იტყვის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. მაშინ, როცა ამ კითხვაზე იმ გამოკითხულთა დადებითი პასუხი, რომლიც არ უყურებს არაქართულენოვან არხებს, პასუხი 27%-ია.