კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77 % ინფორმაციას ტელევიზიით, 14 % კი ინტერნეტით იღებს

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77 % ინფორმაციას ტელევიზიით, 14 % კი ინტერნეტით იღებს

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის ერთ ნაწილში მედიაზეც არის საუბარი.

კითხვაზე: ძირითადად რომელი წყაროდან იღებთ ხოლმე ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, პასუხები შემდეგნაირად გამოიყურება: ტელევიზია: პირველი წყარო - 77%, მეორე წყარო - 12%; ინტერნეტი: პირველი წყარო 14%, მეორე წყარო - 22%, მეზობლები, მეგობრები: პირველი წყარო - 3%; მეორე წყარო- 9%; ოჯახის წევრები: პირველი წყარო - 2%, მეორე წყარო- 9%; თანამშრომლები: პირველი წყარო - 0%, მეორე წყარო - 1%; რადიო: პირველი წყარო - 0%, მეორე წყარო - 2%; ინფორმაციას მხოლოდ ერთი წყაროდან ვიღებ: პირველი წყარო 0%, მეორე წყარო - 25% და ა.შ.

გამოკითხულთა 46% ყოველდღიურად იყენებს ინტერნეტს, 32% - არასდროს, 11% - კვირაში ერთხელ მაინც, 8% - უფრო იშვიათად; ხოლო 2-2% თვეში ერთხელ მაინც ან არ იცის ინტერნეტი რა არის.