ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ თურქეთში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს „ისტორიული“ უწოდა

ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ თურქეთში გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს „ისტორიული“ უწოდა

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ თურქეთში საქართველო პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს „ისტორიული“ უწოდა.

როგორც თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამხედრო გადატრიალების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ”იყო ძალიან მნიშვნელოვანი”.

ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მთავრობასა და ქართველ ხალხს სამხედრო გადატრიალების დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის.

ამასთან, თურქეთის ელჩმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო გადატრიალების შემდეგ თურქეთის ეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა, ან თურქეთში ბოლო დროს მომხდარი მოვლენები თურქეთი-საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებზე აისახება.

”მომავალში თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური კავშირები კიდევ უფრო მტკიცე იქნება”, - განაცხადა ელჩმა.