იან კელი - მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს, რომ ამ ბრალდებებს სერიოზულად მიუდგნენ

იან კელი - მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს, რომ ამ ბრალდებებს სერიოზულად მიუდგნენ

სასამართლომ მნიშვნელოვანი საქმეები უნდა განიხილოს ყოველგვარი ზეწოლისა და პოლიტიკური კონტროლის გარეშე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს გიორგი პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა. 
”სასამართლომ მნიშვნელოვანი საქმეები უნდა განიხილოს ყოველგვარი ზეწოლისა და პოლიტიკური კონტროლის გარეშე. აშკარაა, რომ ეს ბრალდებები ნამდვილად იძლევა წუხილის საფუძველს. მე პირადად მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს, რომ ამ ბრალდებებს სერიოზულად მიუდგნენ”, - განაცხადა იან კელიმ. 
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, მიზანმიმართული ზეწოლა მიმდინარეობს, ძირითადად იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.