გიორგი მარგველაშვილი - თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ მომავალი წელი უფრო მეტი გამოწვევების წინაშე გვაყენებს

გიორგი მარგველაშვილი - თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ მომავალი წელი უფრო მეტი გამოწვევების წინაშე გვაყენებს

თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ მომავალი წელი უფრო მეტი გამოწვევების წინაშე გვაყენებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მაგრგველაშვილმა ამბასადორიალი 2016-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ელჩებს იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის ასამაღლებლად ეწევიან.
"წინა წელი იყო სავსე გამოწვევებით, იყო ბევრი პრობლემა და სირთულე, მაგრამ ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს და იმ ვითარებას, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო მეტი გამოწვევების წინაშე გვაყენებს. თანამედროვე რეალობაში გამოუყენებელი შესაძლებლობები უკანდახევას ნიშნავს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ და ვიაზრებდეთ იმას, რომ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩვენ ყველა ის შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ, რომელსაც გვაძლევს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური ადგილმდებარეობა, საგარეო პოლიტიკური შესაძლებლობები",- განაცხადა პრეზიდენტმა.