CNN-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპს მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ჰილარი კლინტონს

CNN-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპს მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ჰილარი კლინტონს

ამერიკელი ამომრჩეველი საპრეზიდენტო არჩევნებზე უპირატესობას „რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპს ანიჭებს, ვიდრე „დემოკრატ“ ჰილარი კლინტონს. ამას „სიენენ“-ის გამოკითხვის შედეგები მოწმობს. 
გამოკითხვის თანახმად, დონალდ ტრამპს მხარს უჭერს გამოკითხულთა 44 %, ჰილარი კლინტონს 39%, გერი ჯონსონს 9 %, ჯილ სთეინს 3 %.
გამოკითხვაში, რომელშიც მხოლოდ ორი კანდიდატია წარმოდგენილი, დონალდ ტრამპი 48 %-ს აგროვებს, ჰილარი კლინტონი 45 %.
სატელეფონო გამოკითხვა 22-24 ივლისს ჩატარდა, რა დროსაც შემთხვევითი შერჩევით 1001 ამომრჩეველი გამოიკითხა.