გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მგონია, რომ საქმე გვაქვს ინსტიტუციების დისკრედიტაციასთან

გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მგონია, რომ საქმე გვაქვს ინსტიტუციების დისკრედიტაციასთან

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისთვის გაუგებარია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, გიორგი პაპუაშვილის პოზიცია, რომელიც აჭარის პროკურატურაში მისვლას არ აპირებს.

მთავრობის მეთაური ყველას შეახსენებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს „მეტი პატივი უნდა ვცეთ“.

„ბატონი პაპუაშვილის პირველი განცხადებისთანავე მე მას დავუკავშირდი და ვუთხარი, დაუყოვნებლივ ეცნობებინა პროკურატურისთვის ინფორმაცია და მიეწოდებინა ის მასალები, რაც აქვს. სამწუხაროდ, მან გადაწყვიტა, რომ პროკურატურისთვის არ მიემართა და ჩემთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება, რომ აჭარის პროკურატურაში მისვლა იყოს არაადეკვატური. მე მგონია, რომ ჩვენ ჩვენს ინსტიტუციებს, მათ შორის ნებისმიერ ფილიალს, მეტი პატივი უნდა ვცეთ. მე მასთან შეხვედრის პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მგონია, რომ საქმე გვაქვს ინსტიტუციების დისკრედიტაციასთან, რაც ყოვლად დაუშვებელია, რადგან ეს ინსტიტუციები ყველას გვჭირდება და ეს ის ინსტიტუციებია, რაზეც ქვეყანა დგას. მე ვესაუბრე მთავარ პროკურორს ამ თემაზე, ვესაუბრე გიორგი პაპუაშვილსაც, ჩემი მოწოდება იქნება და დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი შეხვდებიან და გაირკვევა სიმართლე”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.