"განცხადების გაკეთებამდე, სავარაუდოდ, პრეზიდენტს სამართალმაცავ ორგანოებთან კომუნიკაცია ჰქონდა"

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადების შემდეგ, საქმე სასწრაფოდ უნდა აღიძრას.

მისი თქმით, პრემიერს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის შეხვედრა აუცილებლად უნდა შედგეს, რათა ასეთი ფაქტების გამოსარიცხად წინასაარჩევნოდ, კონსტრუქციული და კოორდინირებული მუშაობა გაწიოს ხელისუფლების ყველა შტომ.

ხუხაშვილის განმარტებით, პაპუაშვილის განცხადებაზე, მიუხედევად მისი პოლიტიკური ინტერესებისა და კუთვნილებისა, სამართალდამცავი სისტემა ვალდებული იყო გამოძიება დაეწყო.

"თუ პრეზიდენტის ოჯახის წევრი შესაძლებელია, აღმოჩნდეს უკანონო ზეწოლის ქვეშ, მაშინ რაღა უნდა თქვას რიგითმა მოქალაქემ. როდესაც ასეთი რაღაც ხდება, ძალიან მძიმე კითხვებს ბადებს და ხელისუფლებას პასუხისმგებლობას კი არ არიდებს, პირიქით, ახალ ეჭვებს ბადებს.

რაც შეეხება მარგველაშვილის განცხადებას, არა მგონია, ის დაგვიანებული იყოს. ვფიქრობ, ვიდრე პრეზიდენტი ამას საჯაროდ გამოიტანდა, მას სავარაუდოდ, სამართალმაცავ ორგანოებთან კომუნიკაცია ჰქონდა და როდესაც მათი მხრიდან არ მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, მხოლოდ ამის შემდეგ მისცა პრეზიდენტმა საკუთარ თავს უფლება, საჯარო განცხადება გაეკეთებინა", -აღნიშნა ხუხაშვილმა "პირWელთან" საუბრისას.

ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ერთი თვის წინ, მისი ოჯახის წევრებზე ხდებოდა ზეწოლა. ეს განცხადება მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელმაც თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა.