თუ ზეწოლის შესახებ პრეზიდენტის განცხადება ტყუილია, მარგველაშვილი უნდა გადადგეს

თუ ზეწოლის შესახებ პრეზიდენტის განცხადება ტყუილია, მარგველაშვილი უნდა გადადგეს

სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას აფასებს.

მისი თქმით, თუ პრეზიდენტის მიმართ გარკვეული ზეწოლა ხორციელდება, გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.

"ახლა, პრეზიდენტის განცხადება უდროო და არასწორი იყო. უცებ უნდა განეცხადებინა მარგველაშვილს, პრეზიდენტია ბოლოს და ბოლოს. ქვეყანაში რთული პერიოდია - წინასაარჩევნო პერიოდია და რა დროს ასეთი განცხადებების გაკეთებაა. თუ ოდესმე მსგავს რამეს ჰქონდა ადგილი, მოეწვია პრეზიდენტს უშიშროების საბჭო და დახურულ ფორმატში განეხილა.

ეს ყვალაფერი უნდა იქნას გამოძიებული და ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა გაეცეს მას. ამასთან ხუმრობა როგორ შეიძლება! ორი უმაღლესი თანამდებობის პირზე თურმე მიდის ზეწოლა, თუ ზეწოლა მიდის, უნდა გახდეს ცნობილი და დამნაშავეები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ და თუ ეს ტყუილია, პრეზიდენტი უნდა გადადგეს",- განაცხადა "პირWელთან" საუბრისას ბიგვავამ.

ცნობისთვის, დღეს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ერთი თვის წინ, მისი ოჯახის წევრებზე ხდებოდა ზეწოლა. ეს განცხადება მან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელმაც თავის მხრივ, რამდენიმე დღის წინათ განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა.