პროკურატურა გიორგი პაპუაშვილს ელოდება, რომ გამოძიება დაიწყოს

პროკურატურა გიორგი პაპუაშვილს ელოდება, რომ გამოძიება დაიწყოს

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს და მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით.

"ბატონი პაპუაშვილის განცხადებას იმ დღესვე გამოეხმაურა პროკურატურა და შესთავაზეს ნებისმიერი დღის ნებისმიერი დრო იმისთვის, რომ მიბრძანდეს და ინფორმაცია, რომელიც მას აქვს მიაწოდოს საგამოძიებო ორგანოებს. პროკურატურა მას ელოდება, რომ გამოძიება დაიწყოს",- განაცხადა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი, ხელისუფლების სასარგებლოდ გადაწყვეტილების მისაღებად, მოსამართლეების მიზანმიმართულ ზეწოლასა და დაშანტაჟებაზე საუბრობს. გიორგი პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მუქარა ეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მიმდინარე საქმეებს.