2020 წლისთვის ყველა გზის მშენებლობა დამთავრდება

2020 წლისთვის ყველა გზის მშენებლობა დამთავრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, 2020 წლის ბოლოსთვის, იგეგმება ყველა გზის, როგორც სატრანზიტო, ასევე რეგიონულის მშნებელობის დამთავრება.

კვირიკაშილის თქმით, ეკონომიკაში უფრო მეტი რეფორმებია საჭირო.

"უმთავრესია ინფრაქტრუქტურის, გზების მოდერნიზება. 2020 წლის ბოლოსთვის, ვგეგმავთ, რომ ყველა გზა, როგორც სატრანზიტო, ასევე რეგიონული, უნდა იყოს დამთავრებული. შეიმქნება გაცილებით უფრო მეტი სამუშაო ადგილი და ყველა ოჯახში მივა კეთილდღეობა.

ჩვენ გვყავს ყველაზე კვალიფიცური გუნდი, გვაქვს ყველაზე კარგი გამოცდილება ამაში. ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება და არ ვქმნით დინსტანციას მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის. ჩვენი მთავარი ორინტირი არის ადამიანი და მისი უფლებები.

არც ერთი გეგმა, რომელსაც ჩვენ დღეს ვადგენთ, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში არ გაივლის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე და რა თქმა უნდა, იმ გათელვაზე, რომელიც ადრე იყო", - გიორგი კვირიკაშვილმა წალენჯიხაში, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.