პაპუაშვილმა მიაწოდოს მასალები პროკურატურას, ყველაფერს გამოიძიებენ

პაპუაშვილმა მიაწოდოს მასალები პროკურატურას, ყველაფერს გამოიძიებენ

სოზარ სუბარის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, გიორგი პაპუაშვილმა მოსამართლეთა ზეწოლის ფაქტებზე მასალები პროკურატურას უნდა მიაწოდოს.

მისი თქმით, მოსამართლეებზე ზეწოლის საკითხებს გამოძიება აგვარებს და ეს საკითხი საჯარო განცხადებებით არ წყდება.

"მოწოდება არის პროკურატურის მხრიდან, მიაწოდოს მასალები უწყებას და ყველაფერი იქნება გამოძიებული. საკონსტუტიციო სასამართლოს თავმჯდომარეზე უკეთ არავინ უნდა იცოდეს, რომ მსგავსი საკითხები წყდება არა საჯარო განცხადებებით, არამედ გამოძიების გზით. კარგი იქნება, თუ მიაწვდის მასალებს გამოძიებას",- განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გიორგი პაპუაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება.

დღეს პრეზიდენტ მარგველაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ კი, პაპუაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავარ პროკურორთან შეხვედრის თაობაზე.