საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვლმა შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებული განცხადება უნდა დაასაბუთოს.
გია ვოლსკის თქმით, ქვეყანაში მსგავსი ფაქტები არ ხდება.
"სახელმწიფოსთან დაპირისპირებული განცხადებაა, ვინაიდან ჩვენს სახელმწიფოში ასეთი რამ არ არსებობს და თუკი არსებობს, ის ვალდებულია, წარმოადგინოს რაიმე დამადასტურებელი. ერთხელ საუბრობდა თავისი პირადი ცხოვრების ჩანაწერებზე და შემდეგ თავადვე განაცხადა, რომ ვიღაცამ დადო სოციალურ ქსელში, თუ როგორ იქცევა და თქვა რომ ნასვამი იყო. შემდეგ იყო პოლიტიკური განცხადება, რომელიც ასევე დაუსაბუთებელი აღმოჩნდა. სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი თანამდებობის ადამიანი ასეთ განცხადებას აკეთებს",-აცხადებს ვოლსკი.
პრეზიდენტი აცხადებს, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, მისი ოჯახის წევრზე სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლა ხორციელდებოდა.
აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა მას შემდეგ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს შეხვდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისთვის გიორგი პაპუაშვილის განცხადება მოსამართლეებზე ზეწოლასთან დაკავშირებით, სიახლეს არ წარმოადგენს.