შსს-სა და პროკურატურაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, პრეზიდენტის ოჯახის რომელი წევრის სახლში და რა მიზეზით ჩატარდა ჩხრეკა

შსს-სა და პროკურატურაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, პრეზიდენტის ოჯახის რომელი წევრის სახლში და რა მიზეზით ჩატარდა ჩხრეკა

სამართალდამცველ უწყებებში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, პრეზიდენტ მარგველაშვილის ოჯახის რომელი წევრის სახლში და რა მიზეზით ჩატარდა ჩხრეკა.

„ინტერპრესნიუსი“ პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით როგორც მთავარ პროკურატურას, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ორივე საგამოძიებო უწყებაში განაცხადეს, რომ სიტუაციაში გაერკვევიან და მედიას ინფორმაციას მოგვიანებით მიაწვდიან.

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგვლაშვილის განცხადებით, სამართალდამცველების მონაწილეობით ზეწოლის განხორციელების მცდელობა მისი ოჯახის წევრზეც იყო. არსებული ინფორმაციით, საუბარია პრეზიდენტის ერთ-ერთ სიძეზე.