ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას დააწესებს, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაუყოვნებლივ შეწყდება.
ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" ციტირებს.
"თუ თურქეთი სიკვდილით დასჯას შემოიღებს, ევროკავშირი დაუყოვნებლივ შეწყვეტს გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებებს" , - განაცხადა იუნკერმა.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთის ხელისუფლება მეამბოხეთა სიკვდილით დასჯაზე ალაპარაკდა.
ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქვეყანა, რომელიც სიკვდილით დასჯის მომხრეა, ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
თურქეთის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ არ უნდა გაითვალისწინონ ევროკავშირის მოსაზრება სიკვდილით დასჯის აღდგენასთან დაკავშირებით და თურქეთის ხელისუფლება ადგილობრივ კანონმდებლობას უნდა დაეყრდნოს.
http://ria.ru/world/20160725/1472753758.html