რიო დე ჟანეიროში ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე ოლიმპური სოფელი გაიხსნა. კომპლექსში, რომელიც ბრაზილიის მეგაპოლისის დასავლეთ ნაწილში გაიხსნა 18 ათასი სპორტსმენი იცხოვრებს.
ოლიმპირი სოფლის გახსნის ცერემონია რიო დე ჟანეიროში 24 ივლისს გაიმართა. კომპლექსი, სადაც სპორტსმენები განთავსდებიან, 31 შენობას მოიცავს, მომსახურე პერსონალი 13 ათას ადამიანს ითვლის.
ოლიმპიურ სოფელში კვების დიდი ობიექტი იფუნქციონირებს, რომელიც 5 ათას ადამიანს დაიტევს. კომპლექსის შემადგენლობაში უახლესი ტრენაჟორებით აღჭურვილი სპორტული დარბაზი, სამედიცინო პუნქტი, მოსასვენებელი სივრცე, სილამაზის სალონი, მულტირელიგიური ცენტრი და 7 ქიმწმენდა შევა. კომპლექსი ოლიმპიური პარკიდან რამდენიმე კილომეტრით იქნება დაშორებული.