გერმანიაში მიგრანტებს სახელმწიფო ჯარში გაიწვევენ

გერმანიაში მიგრანტებს სახელმწიფო ჯარში გაიწვევენ

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა მიგრანტების სახელმწიფო ჯარში გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. 
„საპილოტე პროექტის ფარგლებში, ბუნდესვერი მზად არის სხვადასხვა სამოქალაქო სპეციალობაში ასამდე თავშესაფრის მაძიებლი მოამზადოს“, - განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ურსულა ფონ დე ლაიენმა. 
მინისტრის განმრტებით, მიგრანტები, შესაძლოა, დაკავდნენ ტექნიკური სამუშაოებით, მედიცინითა და ლოჯისტიკით. თუმცა სირიელი ლტოლვლები ჯარისკაცები ვერ გახდებიან.
თავდაცვის მინისტრის თქმით, მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ერთ დღეს მათ სირიაში დაბრუნება და ქვეყნის აღდგენაში მონაწილეობის მიღება შეძლონ.