გიორგი კვირიკაშვილმა ფოთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.

გიორგი კვირიკაშვილმა ფოთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა.

,,ქართული ოცნება- დემოკრატიულ საქართველოს" ფოთში ბიზნესმენი ირაკლი ხახუბია წარმოადგენს. წარდგენა ფოთის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ გაიმართა.

,,ირაკლი წარმატებული ბიზნესმენი იყო და წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც. ამ ქალაქს კარგად იცნობს. დარწმუნებული ვარ თქვენ და ჩვენი გუნდის იმედებს გაამართლებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას მცირე ინციდენტი მოხდა. ჟურნალისტმა და მერის ყოფილმა მრჩეველმა შორენა მირცხულავამ ხახუბავას წარდგენა გააპროტესტა. მირცხულავას თქმით, ხახუბავა წლების მანძილზე ნაციონალების მხარდამჭერი იყო და ახლა მას ეკა ბესელია ლობირებს. როგორც ის აცხადებს, ეს კანდიდატი ფოთისთვის მიუღებელია.

ირაკლი ხახუბიამ გამოცხადებული ნდობისთვის პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ გუნდს მადლობა გადაუხადა.