ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტერორისტული საფრთხეების შესახებ ისუბრეს

ვლადიმერ პუტინმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტერორისტული საფრთხეების შესახებ ისუბრეს

რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის გეგმა დასახეს. 
კრემლის პრესსამსახურის განმარტებით, სატელეფონო საუბარი ისრაელის მთავრობის მეთაურის ინიციატივით შედგა. საბოლოო ჯამში, ქვეყნები სხვადასხვა დონეზე კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. 
ისრაელის პრემიერი-მინისტრი რუსეთში ოფიციალური ვიზიტით გასულ თვეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშიერებით იმყოფებოდა.