უშიშროების სამსახურს მინდა დავპირდე, რომ სრულ დეპოლიტიზაციას მოვახდენ, - ამის შესახებ ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ტელეკომპანია ”იმედის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აპირებს გააძლიეროს ანტიტერორისტული ცენტრი და კონტრდაზვერვის სამსახური.
”უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე არის ვინმე გოგაშვილი, რომელიც ადრე არ მუშაობდა და პარტიას მოყვა უშიშროების სამსახურში. ის არის პირდაპირ ჩართული იმ საქმეში, რასაც ვანო მერაბიშვილის დროს მისი მოადგილეები აკეთებდნენ, რომლებიც პოლიტიკური დევნით იყვნენ დაკავებულები. პირადად ხვდება ეს ადამიანი სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს, ემუქრება, ზოგს სხვადასხვა რაღაცას პირდება, მაგრამ არაფერი არ გამოუვა. მინდა, უშიშროების სამსახურს დავპირდე: უშიშროების სამსახურის სრულ დეპოლიტიზაციას მოვახდენ, გავაძლიერებ ანტიტერორისტულ ცენტრს და კონტრდაზვერვის სამსახურს და უშიშროება დაემსგავსება უშიშროებას. იქ არ იქნებიან ისე შემთხვევით მოხვედრილი ვიგინდარები, როგორიც არის გოგაშვილი, გავწმინდავ უშიშროების სამინისტროს ასეთი ხალხისგან”, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.