ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა,

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა,

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო. „ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 85 ადამიანი დაიღუპა, 240-მდე კი მძიმედ დაშავდა.
დაეშთან დაკავშირებული საინფორმაციო სააგენტო „ამაკის“ ცნობით, შიიტებით დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს ორმა ექსტრემისტმა დეტონატორი აამოქმედა. „თალიბანის“ მებრძოლების განცხადებით, მათ ტერაქტთან არანაირი კავშირი არ აქვთ. 
ავღანეთის პრეზიდენტმა მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და განმარტა, რომ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ყველა ადამიანის უფლებაა. 
გუშინ ქაბულში აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ავღანეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობა - ხაზარები ქაბულში მასობრივ აქციას მართავდნენ.