მოსკოვის ტვერის სასამართლომ შესაძლოა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ზაქრო კალაშოვის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღოს.
სააგენტო „რია ნოვოსტის“ ცნობით, საგამოძიებო ორგანოებმა სასამართლოს შესაბამისი თხოვნით მიმართეს.
გამოძიების თანახმად, ის 2015 წლის დეკემბერში ორი ადამიანის მკვლელობასთან შესაძლო კავშირში და ერთ-ერთი რესტორნის მფლობელისგან თანხის გამოძალვაშია ეჭვმიტანილი.
ზაქრო კალაშოვი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა 11 ივლისს დააკავეს.
ის რუსეთში 2014 წლის ოქტომბერში, ესპანეთში პატიმრობის მოხდის შემდეგ დაბრუნდა, სადაც კრიმინალური სამყაროს ლიდერი გახდა.