იტალიაში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა

იტალიაში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა

იტალიაში სამგზავრო მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა, დაშავებულია 50-ზე მეტი ადამიანი. 
ამის შესახებ ადგილობრივი მედია მაშველებზე დაყრდნობით იტყობინება.
ტრაგიკული შემთხვევა იტალიის სამხრეთ ნაწილში გუშინ მოხდა. ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს ერთგზიან მონაკვეთზე აპულიას ოლქში შეეჯახა, რომლის შედეგად ვაგონების ნაწილი მთლიანად განადგურდა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან.