ქუთაისში ავტომანქანა დედა-შვილს დაეჯახა

ქუთაისში ავტომანქანა დედა-შვილს დაეჯახა

ქუთაისში ავტომანქანა დედას და მის მცირეწლოვან შვილს დაეჯახა. ”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, შემთხვევის დროს დედას 3 წლის შვილი საბავშვო ბაღიდან მოყავდა, რა დროსაც მათ მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, თუმცა დედამ შვილის გარიდება მოასწრო, რის შედეგადაც ბავშვი გადარჩა.

მცირეწლოვანის დედა საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბავშვს დაზიანებები არ მიუღია.
შსს-ს ინფორმაცით, შემთხვევა ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით.