თბილისის ზღვაში მყვინთავების ჯგუფი დაკარგულ მოზარდს ეძებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მოზარდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება მათთან გუშინ, 16:00 საათისთვის შევიდა. სამძებრო სამუშაოებიც სწორედ იმ პერიოდიდან დაიწყო, რომელიც დღეს დილიდან განახლდა.
დაკარგულს მყვინთავების 7 კაციანი ჯგუფი ეძებს.
სააგენტოში ვერ საუბრობენ, თუ რა ვითარებაში დაიკარგა მოზარდი. არსებული ინფორმაციით, ის თბილისის ზღვაზე საბანაოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.
დაკარგული 15-წლამდე ბიჭია.