ფილიპ ჰემონდი - ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა, შესაძლოა, 6 წელს გაგრძელდეს

ფილიპ ჰემონდი - ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა, შესაძლოა, 6 წელს გაგრძელდეს

დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა, შესაძლოა, 6 წლის განმავლობაში გაგრძელდეს. „გარდიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰემონდმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების შესახებ შუალედურ პერიოდებში ხელშეკრულებების გაფორმება საკმაოდ ძნელი პროცესი იქნება. „სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენ გვაღელვებს. თუკი დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ხელშეკრულება ჩაითვლება შერეული კომპეტენციის საკითხად, მისი 27 ქვეყნის პარლამენტების მიერ რატიფიცირება უნდა მოხდეს. ვფიქრობ, მართალი ვარ, როდესაც ვამბობ, რომ მინიმალური დრო, როდესაც ეს უნდა გაკეთდეს, ოთხ წელზე ოდნავ ნაკლებია“, - განაცხადა მინისტრმა.