დავით სერგეენკო

დავით სერგეენკო "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არ იქნება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტს პარტიის ახალი სახეები წარუდგინა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
მისი თქმით, მინისტრებისთვის ახალი სახეების უმრავლესობა ცნობილი იყო. „შეხვედრის მიზანი იყო, რომ ჩვენთვის გაეცნო პარტიის ახალი სახეები. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ვიცნობდით. ვფიქრობ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილება და თითოეული მათგანი შეძლებს, რომლებიც ძალიან კარგი სპეციალისტები არიან თავიანთი საქმის, მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები შეიტანონ ამ მხრივ“, - აღნიშნა მინისტრმა. 
რაც შეეხება თავად დავით სერგეენკოს მონაწილეობას არჩევნებში, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის არც პროპორციულ და არც მაჟორიტარულ სიაში არ იქნება.