„ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები მოსამართლის გადაწყვეტილებას ტაშით შევხდნენ

„ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები მოსამართლის გადაწყვეტილებას ტაშით შევხდნენ

„ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები მოსამართლე რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას ტაშითა და ოვაციებით შევხდნენ. მათ სასამართლო სხდომათა დარბაზი შემდეგი შეძახილების ფონზე დატოვეს: „აღდგა სამართლიანობა“, „დამნაშავეები ციხეში“. 
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები აცხადებენ, იმედოვნებენ, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ისეთივე სამართლიანი იქნება, როგორც დღეს მიღებული აღმკვეთი ღონისძიება, ყველა ბრალდებულს სასჯელს მიუსჯიან, ხოლო მათ ზარალს აუნაზღაურებენ. 

კომენტარის გარეშე დატოვეს სასამართლო დარბაზი „ცენტრ-პოინტის“ საქმეში ბრალდებულთა ახლობლებმა. მათ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. 
მიუხედავად სიტყვიერი შეძახილებისა, მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში არ მომხდარა.