ვახტანგ რჩეულიშვილი - გუკა თვითონ ჩაბარდა, მეც სიამოვნებით შევიდოდი მაიასთან

ვახტანგ რჩეულიშვილი - გუკა თვითონ ჩაბარდა, მეც სიამოვნებით შევიდოდი მაიასთან

ვახტანგ რჩეულიშვილის მტკიცებით, მისი შვილი გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა. როგორც ვახტანგ რჩეულიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გუკა რჩეულიშვილმა საგამოძიებო უწყებას თავად მიაწოდა ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ.

"სად გადაიყვანეს, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია. გუკამ, ალბათ, დედის დაკავება განიცადა და ამიტომ ჩაბარდა - მეც დიდი სიამოვნებით შევიდოდი მაიასთან. გუკას ვურჩევდი, რომ არ ჩაბარებოდა, რადგან ეს არის ჩვენს წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა, რათა ოჯახის ქონება ხელში ჩაიგდონ", - განაცხადა ვახტანგ რჩეულიშვილმა.

გუკა რჩეულიშვილის დაკავება მის საცხოვრებელ სახლთან მოხდა. მთავარი პროკურატურის მტკიცებით, რჩეულიშვილი სამართალდამცავებს საკუთარი ნებით არ ჩაბარებია.