„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულები სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულები სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულთათვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის მისჯას დაცვის მხარე გაასაჩივრებს. როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ლალი ჩოდრიშვილმა განაცხადა, ის მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას არ ელოდა და სამართლის ჩარჩოებიდან გასულს უწოდებს.

„მოულოდნელი იყო გადაწყვეტილება. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლის ჩარჩოებს სცილდება. როგორც ამტკიცებდა ოჯახი, რომ ეს იყო პოლიტიზირებული ბრალდება, გადაწყვეტილება ალბათ აქეთკენ არის მიმართული და იმედი მაქვს, ჩვენ მოსამართლის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ“, - განაცხადა ადვოკატმა ლალი ჩოდრიშვილმა.