"ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები მოსამართლე რევაზ ნადარაიას გადაწყვეტილებას ტაშითა და ოვაციებით შევხდნენ . მათ სასამართლო სხდომათა დარბაზი შემდეგი შეძახილების ფონზე დატოვეს: „აღდგა სამართლიანობა“, „დამნაშავეები ციხეში“.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ „ცენტრ-პოინტის“ მიერ დაზარალებულები აცხადებენ, იმედოვნებენ, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ისეთივე სამართლიანი იქნება, როგორც დღეს მიღებული აღმკვეთი ღონისძიება, ყველა ბრალდებულს სასჯელს მიუსჯიან, ხოლო მათ ზარალს აუნაზღაურებენ.
კომენტარის გარეშე დატოვეს სასამართლო დარბაზი „ცენტრ-პოინტის“ საქმეში ბრალდებულთა ახლობლებმა. მათ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
მიუდედავად სიტყვიერი შეძახილებისა, მხარეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში არ მომხდარა.