მოხარული ვარ, რომ გიგლამ მიიღო გადაწყვეტილება, ის არის ძალიან კარგი მინისტრი

მოხარული ვარ, რომ გიგლამ მიიღო გადაწყვეტილება, ის არის ძალიან კარგი მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვის მინისტრ გიგლა აგულაშვილთან შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

"ჩვენ გვქონდა საუბარი. გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით გვაქვს ძალიან საინტერესო გეგმები. მოხარული ვარ, რომ გიგლამ მიიღო გადაწყვეტილება. გიგლა აგულაშვილი არის ძალიან კარგი მინისტრი და ჩემთვის სასიამოვნოა მასთან ერთად ერთ გუნდში მუშაობა. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ ჩვენი პარტია არჩევნებზე დამოუკიდებლად გავიდეს. იყო გარკვეული კონსულტაციები და ჩვენ ცივილიზებულად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, პრემიერ-მინისტრის თქმით, თინათინ ხიდაშელს ჩასატარებელი აქვს ვიზიტი აშშ-ში.

"დღეს არ ვიღებთ მისი გადადგომის გადაწყვეტილებას. ვიზიტის დასრულებას ველოდებით. რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილს და მისი საბოლოო გადაწყვეტილებას, იგი ამ დღეებში აპირებს გადადგომას. ეს ყველაფერი დასრულდება ცივილიზებულად", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.