"პრემიერ-მინისტრის თავსატეხია, როგორ და სად მოძებნოს ასეთი ძალიან კარგი მინისტრები"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი "რესპუბლიკელი" მინისტრების შემცვლელთა შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობს.

"ეს უკვე პრემიერ-მინისტრის თავსატეხია, როგორ და სად მოძებნოს ასეთი ძალიან კარგი მინისტრები და მე მას წარმატებას ვუსურვებ, რადგან ჩვენ ძალიან კარგი მინისტრები გვჭირდება მას შემდეგ, რაც "რესპუბლიკელები" დატოვებენ თანამდებობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, "რესპუბლიკელი" თავდაცვის მინისტრი იყო ძალიან კარგი თავდაცვის მინისტრი.

"დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრი ამ თანამდებობაზე ისეთ ადამიანს დანიშნავს, რომელიც გააგრძელებს ამ სფეროში ძალიან წარმატებულ რეფორმებს, პოლიტიკას, გვარები უკვე პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.