ბარაკ ობამა საზოგადოებას მიმართავს

ბარაკ ობამა საზოგადოებას მიმართავს

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს, დალასში, დემონსტრაციის დროს, სნაიპერის მიერ ხუთი მოკლული პოლიციელის პანაშვიდზე სიტყვით გამოვა.

მისი პრეზიდენტობის პერიოდში ეს მეთერთმეტე შემთხვევაა, როცა ის საზოგადოებას მასობრივი სროლის შემდეგ მიმართავს.

"ამერიკის ხმის" ინფორმაციით, დალასში, მასთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი წინამორბედი, ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში არიან. თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯოშ ერნესტმა თქვა, რომ პრეზიდენტს სურს, დალასის თავდასხმის და პოლიციის მიერ ორი აფრო-ამერიკელის სასიკვდილოდ დაჭრის შემდეგ, ქვეყნის მთელ მოსახლეობას ნუგეში სცეს.