გიგლა აგულაშვილმა კვირიკაშვილი და მთავრობა სახლში გაშვებისაგან იხსნა

გიგლა აგულაშვილმა კვირიკაშვილი და მთავრობა სახლში გაშვებისაგან იხსნა

ცენტრის "მომავლის ინიციატივების" პრეზიდენტის, იურისტ ლევან ალაფიშვილის განცხადებით, პოლიტიკაში შემთხვევითობები იშვიათია.

ალაფიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა კვირიკაშვილი და მთავრობა სახლში გაშვებისაგან იხსნა, საზოგადოება კი სამთავრობო კრიზისისაგან (წინასაარჩევნოდ მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების სირთულის გათვალისწინებით).

"კალაძე, სერგეენკო, სუბარი - ეტა ჩეტირე, ხიდაშელი, ზაქარეიშვილი და აგულაშვილი - ეტა იქნებოდა სემ ჰოდა, ასე იხსნეს მთავრობა. ძნელად წარმოსადგენია, გიგლას დათოსგან და თინასგან გამიჯვნა. მოზომილი კომენტარებიც ამყარებს პოლიტგარიგების ეჭვს. არც გიგლას და სხვა "რესპუბლიკელების" კომენტარები, ან ქცევა მიანიშნებდა პოლიტგაყრას. ასე რომ, არჩევნებისშემდგომი გადაწყვეტილებები ბევრ კითხვას გასცემს პასუხს", - წერს ალაფიშვილი.

ალაფიშვილი კონსტიტუციიდან ამონარიდს აქვეყნებს.

"პარლამენტის მიერ მთავრობისა და მისი სამთავრობო პროგრამისათვის ნდობის გამოცხადების შემდეგ მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის ერთი მესამედით, მაგრამ არანაკლებ მთავრობის 5 წევრით განახლების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ერთი კვირის ვადაში წარუდგენს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობას. მუხლი 81 პრიმა || საქართველოს კონსტიტუცია", - წერს ალაფიშვილი.