"კონსერვატიული პარტია" არჩევნებში "ქართულ ოცნებასთან" ერთად მიიღებს მონაწილეობას

"კონსერვატიული პარტიის" ლიდერ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, მისი თანაგუნდელები "ქართული ოცნება - დამოკრატიული საქართველოს" სიაში იქნებიან.

"საქართველოს კონსერვატიული პარტია" საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას არ მიიღებს. ის "ქართულ ოცნებასთან" ერთად გავა არჩევნებზე.

მრავალკვირიანი კონსულტაციების შემდეგ "კონსერვატიულმა პარტიამ" მიიღო გადაწყვეტილება. სიაში "კონსერვატორების" წარმოდგენის საკითხზე, მაჟორიტარებთან დაკავშირებით, რა საკითხებიც იქნება, გაიგებთ მაშინ, როდესაც სიის, ან მაჟორიტარების კანდიდატების პრეზენტაცია იქნება", - განუცხადა ძიძიგურმა ჟურნალისტებს.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ახალ სახეებს საგურამოში ხვალ, 14:00 საათზე წარადგენს.