"რესპუბლიკელებს" დაბალი რეიტინგი აქვთ - რამაზ საყვარელიძე

ექსპერტ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, "რესპუბლიკელი" მინისტრების მიერ თანამდებობის დატოვება ლოგიკური აუცილებლობა იყო.

მისი თქმით, გიგლა აგულაშვილის მიერ თანამდებობის შენარჩუნება ხელისუფლებიდან პარტიების გამოყოფის პროცესში, ბუნებრივ მოვლენად აღიქმება.

"დღევანდელი გადაწყვეტილება ლოგიკური და აუცილებლობა იყო. "რესპუბლიკელი" თანამდებობის პირების გადადგომაზე დიდი ხანია, საუბარი იყო. ვარშავის სამიტს ელოდებოდნენ, ე.ი. გადაიდგა ის ნაბიჯი, რაც უნდა გადადგმულიყო. პარტიების ხელისუფლებიდან გამოყოფის დროს, ყოველთვის დგება იმის საკითხი, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებაში ურჩევნია ზოგიერთს დარჩენა. ეს პროცესიც ბუნებრივია და გასაკვირი არაფერია",- აღნიშნა "პირWელთან" საუბრისას საყვარელიძემ.

მისი თქმით, "რესპუბლიკელების" კოალიციიდან გამოყოფა და მათი მინისტრების თანამდებობის დატოვება პარტიაზე უარყოფითად იმოქმედებს.

"ეს "ოცნების" ბედ-იღბალზე გავლენას ვერ იქონიებს, მაგრამ "რესპუბლიკელებზე მოახდენს გავლენას. ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითია მათთვის. ეს შედეგია იმისა, რაც მას წინ უძღოდა -  "რესპუბლიკელების" პოლიტიკა საზოგადოებასთან მიმართებაში. საზოგადოებაში მათ დაბალი რეიტინგი აქვთ. ამ ეტაპზე, ყველა პოლიტიკურ გუნდს, მათ შორის "ქართულ ოცნებას" ურჩევნია "რესპუბლიკელებთან" დისტანცირება, რადგან მათი პოზიტივი - დასავლეთისკენ ორიენტაციის საკითხი ამოწურულია", - განაცხადა საყვარელიძემ.

ცნობისთვის, დღეს "რესპუბლიკელმა" მინისტრებმა, თინა ხიდაშელმა და პაატა ზაქარეიშვილმა დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხდეს. ამავე პარტიის წევრმა, გიგლა აგულაშვილმა კი, გარემოს დაცვის მინისტრის პოსტის დატოვებაზე უარი განაცხადა.