მიწისძვრის განმეორებითი ბიძგები მოსალოდნელია

მიწისძვრის განმეორებითი ბიძგები მოსალოდნელია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსვავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის, თეა გოდოლაძის განცხადებით, მიწისძვრის განმეორებითი ბიძგები მოსალოდნელია, თუმცა უკვე ნაკლები სიძლიერის.

"მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ჯავახეთის ქედზე, თბილისიდან დაახლოებით 72 კილომეტრი ეპიცენტრული მანძილი. მიწიძვრის მაგნიტუდა იყო 4,8. თბილისში მისი ეფექტი იყო დაახლოებით 3-4 ბალი.

მიწისძვრის ეპიცენტრი იყო დაუსახლებელ რეგიონში, აქედან გამომდინარე, ის დამანგრეველი არ უნდა ყოფილიყო", - განაცხადა გოდოლაძემ.

ცნობისთვის, 14:00 საათსა და 14 წუთზე, საქართველოში 4,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი თბილისიდან 53 კილომეტრის მოშორებით, დმანისში, სოფელ სოღუთლოში დაფიქსირდა.